რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: თბილისმა უარი თქვა "მეორე ფრონტის" გახსნაზე

მოსკოვი თბილისთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის მზად არის, იმ პირობით, თუ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ თამაშში არ მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, დსთ-ს ქვეყნების მეოთხე განყოფილების დირექტორმა, მიხაილ კალუგინმა.

ჩაშლილად: დიპლომატის თქმით, რუსეთი "თბილისთან სტაბილური ურთიერთობის დამყარებას ცდილობს".

  • "თბილისი ჯანსაღ პრაგმატიზმს და მრავალვექტორიანი საგარეო ურთიერთობებისკენ მიდრეკილებას ავლენს". - ამბობს კალუგინი.

  • რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ საქართველო "არ გაწევრიანდა ანტირუსულ კოალიციაში, უარყო გარედან თავს მოხვეული"მეორე ფრონტის" გახსნის უგუნური სცენარი".

  • "ბოლო რამდენიმე წელში არც თუ ისე ცოტა მიღწევა გვაქვს ეკონომიკაში. არ გაგვაჩნია დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ გვაქვს აქტიური კავშირები, რომელთაც ხელშესახები მოგება მოაქვთ". - ამბობს კალუგინი.

კონტექსტი: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2028 წლამდე ევროინტეგრაციის შეჩერების გამოცხადების შემდეგ, რუსეთში არაერთხელ დადებითი შეფასება მისცეს თბილისის ქმედებებს და რიტორიკას.

  • კერძოდ, რუსი დიპლომატები ქართულ ხელისუფლებას "ბრიუსელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის" აქებენ.

  • "ქართულ ოცნება" ამტკიცებს, რომ დასავლელი პოლიტიკოსები და დიპლომატები თბილისს "მეორე ფრონტის" გახსნისკენ მოუწოდებენ. ამასთან, კონკრეტული ფაქტები ხელისუფლებას ვერ მოჰყავს.  

მსგავსი სიახლეები