ყარაბაღი 87 ათასმა ეთნიკურმა სომეხმა დატოვა - ეს ომამდელი მოსახლეობის 70%-ია

ყარაბაღი უკვე დატოვა თითქმის 85 ათასმა ეთნიკურმა სომეხმა, ეს ომამდელი მოსახლეობის (120 ათასი) 70%-ია. 

ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი ავრცელებს. 

28 სექტემბერს საკითხზე საუბრისას ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა - "ვითარების ანალიზი გვაჩვენებს, რომ მომდევნო დღეეებში ყარაბაღში სომხები აღარ დარჩებიან, ეს ეთნიკური წმენდის აქტია."

კონტექსტი 

19 სექტემბერს, აზერბაიჯანმა ყარაბაღის ტერიტორიაზე "ლოკალური ხასიათის ანტი-ტერორისტული ოპერაციის" დაწყების შესახებ გამოაცხადა. მთელი დღის განმავლობაში აზერბაიჯანი არაღიარებული მთავრობის სამხედრო ინფრასტრუქტურას საჰაერო დარტყმებით ანადგურებდა. 

მალევე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად შეიარაღებული სომხური ფორმირებების განიარაღება და მთავრობის გაუქმება დაასახელა. 

სამხედრო მოქმედებების დაწყების დღეს გამართულ ბრიფინგზე ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი არ ჩაერთვებოდა შეიარაღებულ კონფლიქტში. 

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის არმიამ ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეხების ხაზი გაარღვია და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძები დაიკავა. 

უკვე 20 სექტემბერს ყარაბაღის არაღიარებულმა მთავრობამ კაპიტულაცია გამოაცხადა. ვრცელდება ფოტოები სტეპანაკერტის აეროპორტიდან და სხვა ადგილებიდან - ქალაქის მოსახლეობა რეგიონს ტოვებს. 

 

მსგავსი სიახლეები