ზალუჟნი გენერალ მილის კონტრშეტევის შესახებ ესაუბრა: ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს გეგმებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსს, მარკ მილის ფრონტზე განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.
ზალუჟნის თქმით, უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში გრძელდება "თავდაცვითი და შეტევითი ხასიათის" მძიმე ბრძოლები. თავდაცვის ძალებს აქვთ "გარკვეული წარმატება, ახორციელებენ გეგმებს და წინ მიიწევენ."
ასევე, რამშტაინის შეხვედრის წინა დღეს, ზალუჟნიმ აღნიშნა, რომ უკრაინის არმიას სჭირდება საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო და კონტრ-ბატარეის შესაძლებლობების გაძლიერება.