ზელენსკა: თუ მსოფლიო უკრაინა დახმარებით დაიღლება, სიკვდილისთვის ვართ განწირულები

უკრაინის პირველი ლედის თქმით, დასავლეთის მიერ ფინანსური და სამხედრო დახმარების შეწყვეტა უკრაინისთვის ეგზისტენციალურ რისკს ატარებს. 

ამის შესახებ ოლენა ზელენსკამ BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

"თუ მსფოლიო უკრაინის დახმარებით დაიღლება, ჩვენ უბრალოდ სიკვდილისთვის ვართ განწირულები. ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია როდესაც ვხედავთ როგორ ქრება დახმარების სურვილი, ჩვენთვის ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, ამიტომაც არის მტკივნეული ამის ნახვა",- ამბობს ზელენსკა ბრიტანული საზაგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებულ ფრაგმენტში. სრული ინტერვიუს ჩვენება 10 დეკემბერს შედგება. 

კონტექსტი 

6 ივლისს სენატში ფაქტობრივად ჩაიშალა უკრაინის საკითხზე მიძღვნილი დახურული ბრიფინგი - უკმაყოფილო რესპუბლიკელებმა დარბაზის დატოვების შემდეგ განაცხადეს, რომ მათ საზღვარზე არსებული მდგომარეობის გამოსწორების შესახებ ვერანაირი წინადადება ვერ მოისმინეს. 

შედეგად ჩაიშალა ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო-მიმართვაც. 

კონგრესი ამ დრომდე უარს ამბობს თეთრი სახლის მიერ წარდგენილი 111 მილიარდი დოლარიას პაკეტის დამტკიცებაზე, რომელშიც უკრაინისა და ისრაელის სამხედრო დახმარების პაკეტი შედის. ამ თანიდან 65 მილიარდი დოლარი უკრაინისთვისაა განკუთვნილი.

8 დეკემბერს საინფორმაციო სააგენტო Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ თეთრი სახლი მზად არის გარკვეულ დათმბობებზე რესპუბლიკელების წინაშე უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად. 

ამავე წყაროს ცნობით, ახალი პაკეტის მისაღებად კანონმდებლობს ერთი კვირა აქვთ, რის შემდეგაც ამერიკაში საშობაო შვებულება იწყება. 

 

მსგავსი სიახლეები