ზელენსკი: არ ვიცი ევროპული სახელმწიფო, რომელსაც რუსეთზე ზეწოლა შეუძლია
ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთ-უკრაინის საზღვართან შექმნილ ვითარებაზე და ამ კრიზისში ევროპული ქვეყნების როლზე ისაუბრა.
"პუტინს უთქვამს, რომ სიგნალები, რომელსაც ის ხედავს არ წარმოადგენს ესკალაციას. დღეს ჩემთვის უცნობია, რომელიმე ევროპული სახელმწიფო, რომელსაც რუსეთზე არსებითი ზეწოლა შეუძლია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი სამშობლოს დეოკუპაცია ჯერჯერობით არ მიმდინარეობს", - განაცხადა ზელენსკიმ.
ამ ფრაზით უკრაინის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის ნათქვამს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ვლადიმირ პუტინმა მასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთი არ არის ესკალაციის ინიციატორი და ის [პუტინი] რეაქციის რეჟიმში მოქმედებს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე უპასუხა პუტინის პოზიციას მინსკის შეთანხმებებზე - ზელენსკის მიერ დაწუნებულ ხელშეკრულებაზე გუშინ პუტინმა განაცხადა: "მოგწონს თუ არა, მოითმინე, ჩემო ლამაზო, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს."
ზელენსკი პუტინს ასე პასუხობს: "უკრაინა მართლაც ლამაზია, მაგრამ რაც შეეხება ჩემო ლამაზოს, მგონია, რომ ეს უკვე სრულიად ზედმეტია."