ზელენსკი ბერლინშია:"გერმანია ნამდვილი მეგობარი და საიმედო მოკავშირეა."

ვოლდიმირ ზელინსკი გერმანიაში ჩაფრინდა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებსა და გერმანელ პოლიტიკოსებს შეხვდება. 

მან უკვე ინახულა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, გერმანიის პრეზიდენტი, რომელსაც ომის დაწყების შემდეგ, ბერლინში პირველად შეხვდა. 

"უკრაინის თანამედროვი ისტორიაში ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, გერმანიამ დაამტკიცა, რომ ჩვენი ნამდვილი მეგობარი და საიმედო მოკავშირეა. თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის ბრძოლაში, ისინი გაბედულად დგანან უკრაინელი ხალხის მხარდამხარ."- ეს ჩანაწერი ზელენსკიმ გერმანიის პრეზიდენტის რეზიდენციაში სტუმართა წიგნში გააკეთა. 

ოფიციალური დღისწესრიგი ცნობილი არ არის, მაგრამ სავარაუდოდ, 14 მაისის საღამოს გაიმართება შეხვედრა ოლაფ შოლცთან. 

ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი დელეგაცია ბერლინში იტალიიდან ჩავიდა. მოსალოდნელია, რომ დღეს ოფიციალურად გახდება ცნობილი გერმანიის მიერ უკრაინისთვის 2,7 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების გადაცემა, რაც სარეკორდო მაჩვენებლია. 

მსგავსი სიახლეები