ზელენსკი: ჩვენი ჯარის წინსვლა გრძელდება

სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე გაათავისუფლეს უკრაინის ტერიტორიის 6000 კმ²-ზე მეტი - ქვეყნის აღმოსავლეთით და სამხრეთით. ამის შესახებ 12 სექტემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ საღამოს ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ჩვენი ჯარების წინსვლა გრძელდება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

კერძოდ, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აღმოსავლეთში მძიმე ბრძოლების შემდეგ აღდგენილ 57-ე ცალკეულ მოტორიზებულ ბრიგადას, რომელიც "ძალიან თამამად, ძალიან თავდაჯერებულად მიიწევს წინ სამხრეთის მიმართულებით", 59-ე ცალკეულ მოტორიზებულ ქვეით ბრიგადას - "სტაბილური წინსვლისთვის... მიუხედავად ღია რელიეფისა და ოკუპანტების არტილერიის თავისებურებებისა", ასევე 128-ე ცალკეულ სამთო ბრიგადას - რამდენიმე დასახლებული პუნქტის განთავისუფლებისა და "მტრის მოქმედების გასანეიტრალებლად ძალიან ეფექტური მოქმედებებისთვის".

"ბიჭებო, თქვენ ნამდვილი გმირები ხართ!", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დნეპერის 138-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის და კიევის 96-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის სამხედროებს, რომლებმაც 11 სექტემბრის საღამოს ოკუპანტების მიერ უკრაინისკენ გასროლილი 12 ფრთოსანი რაკეტიდან 9 ჩამოაგდეს.

მსგავსი სიახლეები