ზელენსკი: დონეცკსა და ყირიმში უკრაინის დროშა აღიმართება
უკრაინას არ დავიწყებია არც ერთი დასახლება და იქ მცხოვერბი მოსახლეობა, რომელიც რუსებმა დაიპყრეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 აგვისტოს შედეგების შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"ყოველწლიურად, ზაფხულის ბოლო შაბათ-კვირას, ჩვენი სახელმწიფო აღნიშნავდა ორ დღესასწაულს, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია: ქალაქ დონეცკის დღე და მაღაროელთა დღე. 2014 წელს დონეცკში ყველაფერი შეიცვალა ოკუპანტების გამო. წელს კი უკრაინას არ ეზეიმება. მაგრამ ჩვენ არ დაგვიწყებია და არ დავივიწყებთ არცერთ ჩვენ ქალაქს და არცერთ ჩვენ ადამიანს", - თქვა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "ახლა დონბასი თითქმის განადგურებულია რუსული დარტყმებით, განადგურებული, ამაყი და დიდებული უკრაინული დონეცკი დამცირებულია რუსული ოკუპაციით, გაძარცვული".
"რუსეთმა იქ ყველაზე უარესი მოიტანა - ნებისმიერი ღირებულების აბსოლუტური უგულებელყოფა, ნებისმიერის მიმართ აბსოლუტური უპატივცემულობა. დამპყრობელმა მოიტანა დეგრადაცია და სიკვდილი და სჯერათ, რომ ისინი სამუდამოდ იქნებიან. მაგრამ ისინი დროებითი არიან. და უკრაინა დაბრუნდება. აუცილებლად. სიცოცხლე დაბრუნდება. ღირსება დაუბრუნდება დონბასის ხალხს. ცხოვრების შესაძლებლობა დაბრუნდება. უსაფრთხოდ და ბედნიერად ცხოვრების შესაძლებლობა", - განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის დროშა აღიმართება "დონეცკში, გორლოვკაში, მარიუპოლში, დონბასის ყველა ქალაქში, აზოვის ზღვაში, რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მყოფ ყველა რაიონში: ხარკოვის რეგიონში, ზაპოროჟიეში, ხერსონში და – რა თქმა უნდა – ყირიმში".
"უკრაინას ყველაფერი ახსოვს", - განაცხადა ზელენსკიმ.