ზელენსკი ევროპარლამენტში: ახლა აქ ვარ, რათა დავიცვა ჩვენი ხალხის გზა შინისკენ
9 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტს მიმართა.
ზელენსკიმ თავისი გამოსვლა დაიწყო მისალმებით - "დიდება უკრაინას" - დამსწრეებმა კი უპასუხეს: "დიდება გმირებს!".
უკრაინის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას, რომელიც მის წინ გამოვიდა.
"ევროპას გაუმართლა, რომ ამ დარბაზში, ევროპის უდიდეს პარლამენტში, ევროპარლამენტში, პრინციპების ერთგულებასა და ენერგიულობას აქვს აბსოლუტური უმრავლესობა. მადლობას გიხდით." - თქვა მან.
ზელენსკიმ ისაუბრა ევროპულ ცხოვრების წესზე და დემოკრატიაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ "უკრაინისთვის ეს შინისკენ მიმავალი გზაა."
"შინისკენ მიმავალი გზა. მე ახლა აქ ვარ, რათა დავიცვა ჩვენი ხალხის გზა შინისკენ. ყველა უკრაინელი კაცის და ქალის. სხვადასხვა ასაკის, პოლიტიკური შეხედულებების, განსხვავებული სოციალური მდგომარეობის, რელიგიის, განსხვავებული პირადი ისტორიის, მაგრამ საერთო ევროპული ისტორიის, თქვენთან ერთად. უკრაინული ევროპული ცხოვრების წესის განადგურებას ტოტალური ომით ცდილობენ, მაგრამ რისთვის? იმისათვის, რომ უკრაინული ევროპული ცხოვრების წესის შემდეგ, გაანადგურონ ევროპული ცხოვრების წესი, როგორც ასეთი. ჩვენ ამას არ დაუშვებთ." - განაცხადა მან.