ზელენსკი ევროპას: როგორ დაიცავთ თავს, როდესაც ჩვენ ასე ნელა გვეხმარებით?

უკრაინის პრეზიდენტმა ახალი მიმართვა გაავრცელა. თავის სიტყვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მიმართა ევროპულ სახელმწიფოებს.

"ეს არ არის რუსეთის შეჭრა მხოლოდ ევროპაში, ეს ევროპისა და მისი ერთიანობის წინააღმდეგ ომის დასაწყისია. ეს არის ომი ადამიანის ელემენტარული უფლებების წინააღმდეგ, ეს არის ომი ამ კონტინენტზე არსებობის ყველა წესის წინააღმდეგ, ეს არის ომი იმის წინააღმდეგ, რომ ევროპული სახელმწიფოები უარს ამბობენ საზღვრების ძალით დადგენაზე", - თქვა ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა ევროპის რეაქციაზეც:

"დარწმუნებული ვარ თქვენ ამას იაზრებთ, თქვენ, მთელი ევროპა. მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მკაფიოდ თუ რის გაკეთებას აპირებთ თქვენ თავად, როგორ აპირებთ თავის დაცვას, როდესაც ასე ნელა გვეხმარებით ჩვენ უკრაინაში?!"

ამავდროულად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა ვლადიმირ პუტინს და მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა.

 

მსგავსი სიახლეები