ზელენსკი: F-16-ზე უკრაინელი მფრინავების წვრთნა ამ თვეში დაიწყება

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროების წვრთნა ამერიკულ F-16-ის გამანადგურებლებზე აგვისტოში დაიწყება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2 აგვისტოს, უკრაინელ დიპლომატებთან შეხვედრაზე განაცხადა.  

ზელენსკიმ დასავლური საბრძოლო თვითმფრინავების უკრაინის საჰაერო ძალებისთვის გადაცემას საერთაშორისო ფრონტზე რთული და მნიშვნელოვანი ამოცანა უწოდა.

"ჩვენი პილოტები ამ თვეში დაიწყებენ წვრთნას. ახლა მნიშვნელოვანია 100%-ით მუშაობა იმ ქვეყნებთან, რომლებსაც აქვთ ეს თვითმფრინავები, რომლებიც შეძლებენ მათ ჩვენთვის გადმოცემას. და ეს არის მნიშვნელოვანი, რთული ამოცანა: რაც შეიძლება მალე უნდა გადმოგვცენ  F-16-ები და ჩვენმა პილოტებმა უნდა დაიწყონ მათი გამოყენება." - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

CNN წერს, რომ ის აშშ-ის მთავრობას ჯერ ევროპელი პარტნიორებისგან არ მიუღია გამანადგურებელ F-16-ეზე უკრაინელი მფრინავების მომზადების საბოლოო გეგმა და, შესაბამისად, ვერ ადასტურებს საჭირო აღჭურვილობის გადაცემას. აშშ-მა უნდა დაამტკიცოს სიმულატორების, სასწავლო სახელმძღვანელოების და სხვა მასალების პილოტების მოსამზადებლად გადაცემა, მაგრამ ჯერჯერობით ადმინისტრაციას არ მიუღია საბოლოო სასწავლო გეგმა, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ს ჯერ არაფერი აქვს ხელმოწერილი.

პენტაგონმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ჯერ კიდევ ფიქრობს ამერიკელი მფრინავების უკრაინელების მოსამზადებლად გაგზავნაზე, მაგრამ საბოლოო გეგმის გარეშე, ასეთი გადაწყვეტილება ვერ მიიღება. ასევე უცნობია, თუ რომელი ქვეყნები გაგზავნიან გამანადგურებლებს წვრთნებზე.  

მსგავსი სიახლეები