ზელენსკი ფრონტზე: დეტალების გარეშე, მაგრამ წინ მივიწევთ

პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინელი მებრძოლები წინ მიიწევენ და ათავისუფლებენ უკრაინის მიწას. 

"ფრონტთან დაკავშირებით ვიტყვი მოკლედ და დეტალების გარეშე - მივიწევთ წინ და ვათავისუფლეთ ჩვენს მიწას. 

გასულ 24 საათში ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი კუპიანსკ-უზლევოი გაათავისუფლეს. 

ბოლო ცნობებით, უკრაინის არმიას მნიშვნელოვანი წინსვლა აქ ქალაქ ლიმანის მიმართულებითაც. დაუდასტურებელი ცნობებით, ლიმანთან უკრაინის არმიამ 25 კილომეტრით წაიწია წინ. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში ამ მიმართულებით უკრაინელმა მებრძოლებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. 

ფრონტის ამ მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლოს არიან ოპერატიულ ალყაში მოაქციონ ლიმანში განლაგებული ოკუპანტების რამდენიმე ათასიანი დაჯგუფება. 

მსგავსი სიახლეები