ზელენსკი: G20-ის სამიტზე ჩვენ ბევრ კითხვას გავცემთ პასუხს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, G20 სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
ამის შესახებ, მან, 13 ნოემბერს, ყოველდღიურ საღამოს მიმართვაში ისაუბრა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მომავალი დიპლომატიური კვირა უკრაინისთვის მნიშვნელოვანია და ამისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს.
"ინდონეზიაში G20-ის სამიტი იმართება და იქ ჩვენი პოზიცია იქნება წარმოდგენილი, რომელიც ძალიან ინფორმატიულია. ჩვენ გავცემთ პასუხს ბევრ კითხვაზე, რომელიც წამოიჭრება.
ჩემი მიმართვა სამშაბათს იქნება და მინდა ყველამ გაიგოს - ჩვენმა ხალხმა, ყველა პარტნიორმა და მათ, ვინც მხარს გვიჭერს" - აღნიშნა მან.
15-16 ნოემბერს, ბალიზე (ინდონეზია), დიდი ოცეულის სამიტი გაიმართება. ვოლოდიმირ ზელენსკი, სამიტზე მონაწილეობას ვირტუალურად მიიღებს.