ზელენსკი ხერსონში ვიზიტის შემდეგ მიკოლაივში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ხერსონისა და მიკოლაივის რეგიონებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მიკოლაევში ჰუმანიტარულ შტაბს ეწვია. ინფორმაციას პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი 14 ნოემბერს ავრცელებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ქვეშ მოქმედი ჰუმანიტარული შტაბი რუსული სრულმასშტაბიანი აგრესიის პირველივე დღეებიდან დახმარებას უწევს ადამიანებს და დაარიგა ოთხ მილიონ ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება.
ზელენსკის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მიკოლაივის რეგიონის მოსახლეობას რეგულარულად მიეწოდება საკვები და არასასურსათო კომპლექტები, თბილი ტანსაცმელი, მედიკამენტები და სამშენებლო მასალები დაბომბვის შედეგად დაზიანებული სახლების შესაკეთებლად.
"ჰუმანიტარულმა ცენტრმა უკვე გაუგზავნა დახმარება რუსი ოკუპანტებისაგან ახლახან გათავისუფლებულ ხერსონს. კერძოდ, ეს არის 25 ტონაზე მეტი საკვები, სამი ტონა ჰიგიენური საშუალებები", - ნათქვამია განცხადებაში.
პრეზიდენტის აპარატში განაცხადეს, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა, ექვს ტონაზე მეტი მედიკამენტი, მათ შორის ინსულინი და სხვა მნიშვნელოვანი მედიკამენტები, მიკოლაივის ოლქიდან ხერსონში უკვე ჩავიდა.