ზელენსკი: კონტრიერიში სასურველზე ნელა მიმდინარეობს, მაგრამ ეს კინო არ არის

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ЗСУ-ს კონტრიერიში სასურველზე ნელა მიმდინარეობს და ამის მთავარი მიზეზი რუსეთის მიერ დანაღმული ტერიტორიებია. 

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა

"ზოგი კონტრიერიშს ისე აღიქვამს როგორც ჰოლივუდურ კინოს და დაუყოვნებლივ შედეგებს ელოდებიან. ეს ასე არ არის, ფსონად ადამიანების სიცოცხლე დევს",- თქვა ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კონტრიერიშის წინსვლის დაბალი ტემპის მთავარი მიზეზი რუსეთის მიერ დანაღმული ტერიტორიაა - სხვადასხვა მონაცემებით, უკრაინაში ჯამურად დანაღმულია 200 კმ². 

"ვის რა სურვილიც არ უნდა ჰქონდეს, ჩვენზე ზეწოლის მცდელობის მიუხედავად, მთელი პატივისცემით ჩვენ ბრძოლის ველზე ვიმოქმედებთ ისე როგორც საჭიროდ ჩავთვლით",- განაცხადა ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა ნატოსგან გარდამავალი უსაფრთხოების გარანტიების მიღების აუცილებლობაზე და განაცხადა, რომ უკრაინის მიზანი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაა. 

 

მსგავსი სიახლეები