ზელენსკი მოკლულ ბავშვებზე: ყველა ცოცხალი იქნებოდა, მოსკოვში ერთ ადამიანს კატასტროფა რომ არ გამოეწვია
რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შემოჭრის დროს უკრაინელი ბავშვების დაღუპვაში დამნაშავე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 4 ივნისის განაცხადა.
"დღეს ჩვენმა ქვეყანამ რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვები გაიხსენა, 261 ბავშვი. აი რამდენი უკრაინელი ბავშვი მოკლა რუსეთმა, მაგრამ ეს ოფიციალური რიცხვია. რაც უფრო მეტს ვიგებთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკრძალულთა შესახებ, მით უფრო იზრდება მათი რაოდენობა. მისი წაკითხვა საშინელებაა. დაბადების წელი, საცხოვრებელი ადგილი, გარდაცვალების გარემოებები... ახლა ყველა ცოცხალი იქნებოდა, მოსკოვში მხოლოდ ერთ ადამიანს ეს კატასტროფა რომ არ გამოეწვია," - განაცხადა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ამის გამოსწორება შეუძლებელია, რადგან ეს ომი უკვე მიმდინარეობს".
"მაგრამ ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ შეაჩეროთ ამ ომის საშინელი შედეგები. რუსეთის ჯარს შეუძლია შეწყვიტოს ეკლესიების დაწვა. რუსეთის ჯარს შეუძლია შეაჩეროს ქალაქების განადგურება. რუსეთის არმიას შეუძლია შეწყვიტოს ბავშვების მკვლელობა. თუ მოსკოვში მხოლოდ ერთი ადამიანი გასცემს ასეთ ბრძანებას. და ის, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს ასეთი ბრძანება, აშკარა დამცირებაა მთელი მსოფლიოსთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.