ზელენსკი: PACE-ს რეზოლუცია სიგნალია, რომ ტერორისტულ დაგჯუფებასთან სალაპარაკო არაფერია
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, სადაც რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ რეჟიმად არის აღიარებული, არის იმის პოლიტიკური სიგნალი, რომ ამ ქვეყნის დღევანდელ ხელისუფლებასთან "სალაპარაკო არაფერია". ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 13 ოქტომბერს გამოსვლისას განაცხადა.
"არის მძლავრი პასუხი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან - ეს არის პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად აღიარა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს პოლიტიკური სიგნალი. სიგნალი ევროპის საბჭოს ყველა წევრი სახელმწიფოსთვის და მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსთვის, რომელიც დაკავშირებულია ამ ტერორისტულ დაჯგუფებასთან, რომელმაც რუსეთი მიითვისა და ევროპაში 80 წლის განმავლობაში ყველაზე საშინელი ომი წამოიწყო, სალაპარაკო არაფერია. ტერორს ძალით უნდა უპასუხო ყველა დონეზე: ბრძოლის ველზე, სანქციებით და ლეგალურად", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან თქვა, რომ შეიქმნება სპეციალური ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დანაშაულების გამოსაძიებლად.
"ჩვენ უზრუნველვყოფთ კომპენსაციის სპეციალური მექანიზმის ფუნქციონირებას, რათა რუსეთმა თავისი აქტივებით აგოს პასუხი ამ ომზე", - დასძინა მან.