ზელენსკი: პუტინი ტრიბუნალის წინაშე წარდგება

რუსეთის ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი, ვინც უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების ბრძანება გასცა, მათ შორის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რა თქმა უნდა, ტრიბუნალის წინაშე დადგება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"მინდა თუ არა რუსეთის ლიდერის გამოჩენა? მე ვფიქრობ, რომ არ "მინდა", მაგრამ ყველა აუცილებლად გამოცხადდება ტრიბუნალზე, სასამართლზე - ყველა, ვინც გასცა ეს ბრძანებები, სამარცხვინო ბრძანებები ხალხის, ბავშვების, ყველას განადგურების შესახებ. მე ამაში დარწმუნებული ვარ, მჯერა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უკრაინამ იცის, როგორ ტარდება საერთაშორისო სასამართლო პროცესები.

"ეს ხდება წლების განმავლობაში. ჩვენ დაველოდებით. და თუ ჩემნაირი ადამიანები არ დაელოდებიან, მაშინ ჩვენი შვილები აუცილებლად დაელოდებიან. დამიჯერეთ, დარწმუნებული ვარ, რომ ამ სახელმწიფოს პოლიტიკას ბოლო ლურსმანს დავაჭედებთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები