ზელენსკი: პუტინს შეუძლია კიდევ ერთი "მიღწევა" ჩაიწეროს, მან ფეხმძიმე ქალი მოკლა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 ოქტომბერს გამოქვეყნებულ საღამოს გამოსვლაში კომენტარი გააკეთა უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის დილის თავდასხმაზე.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციამ ღამით და დილით უკრაინის 25 დასახლება დაბომბა.
"მთელი დღის განმავლობაში ნანგრევები გროვდება იმ ადგილებში, რომლებიც რუსმა ტერორისტებმა დღეს დაბომბეს. კიევში მათ ახალგაზრდა ოჯახი გაანადგურეს, საცხოვრებელ კორპუსს ირანული "შაჰიდი" დაეჯახა. ბიჭი და ექვსი თვის ორსული გოგონა. ვლადიმერ პუტინს შეუძლია კიდევ ერთი "მიღწევა" ჩაიწეროს - მან კიდევ ერთი ორსული ქალი მოკლა", - დასძინა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინას უტევს და საღამოს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები მუშაობენ, რომლებიც მტრის საჰაერო სამიზნეების ჩამოგდებას ცდილობენ.
"მსოფლიოს შეუძლია და უნდა შეაჩეროს ეს ტერორი. როდესაც ვსაუბრობთ უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო თავდაცვის საჭიროებაზე, ჩვენ ვსაუბრობთ რეალურ სიცოცხლეებზე, რომელსაც ტერორისტები გვართმევენ", - აღნიშნა ზელენსკიმ.