ზელენსკი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე: პაუზა გაიწელა

პრეზიდენტი ზელენსკი კიევში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა და პარტნიორებს სანქციების კუთხით გააქტიურებისკენ მოუწოდა. 

"სანქციების წნეხი რუსეთზე აშკარად შემცირდა, ძვირფასო პარტნიორებო, ეს პირველ რიგში რუსი ტერორისტების მიერ დრონებისა და სარაკეტო დარტყმების რაოდენობის ზრდიდან ჩანს. საჭიროა მეტი მუშაობა სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი სქემისა და ფორმის წინააღმდეგ",- განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, მხოლოდ სექტემბერში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 246 სხვადასხვა ტიპის რაკეტა, 746 სხვადასხვა ტიპის დრონი და 1 159 ავიაბომბი გამოიყენა.

"საჭიროა გააქტიურება ახალი პაკეტის მიღების კუთხით, ნებისმიერი სასანქციო პაკეტი ახანგრძლივებს რუსეთის აგრესიას, ხოლო 11-ე პაკეტის შემდეგ პაუზა გაიწელა",- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კონტექსტი 

კიევი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტს მასპინძლობს - ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამიტი კავშირის არაწევრ სახელმწიფოში გაიმართება. 

ამ დრომდე დაუანონსებელი სამიტის შესახებ ინფორმაცია ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა გაავრცელა. ბორელმა უკრაინას ევროკავშირის მომავალი წევრი უწოდა - "ჩვენ შევიკრიბეთ, რომ გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინის მიმართ."

კიევში იმყოფება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა - "ეს 27 სახელმწიფოს მიერ გამოხატული პატივისცემაა იმ ერის, მიმართ, რომელიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის."

მსგავსი სიახლეები