ზელენსკი: რუსეთმა ირანს 2400-ზე მეტი კამიკაძე დრონი შეუკვეთა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ოქტომბერს G7-ის სამიტზე გამოსვლისას მოკავშირეებს მოუწოდა უკრაინას თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები და მათთვის საკმარისი რაოდენობის რაკეტები მიაწოდონ. ზელენსკის გამოსვლის ვიდეო 11 ოქტომბერს უკრაინის ლიდერის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.
"როდესაც უკრაინა მიიღებს საკმარისი რაოდენობას თანამედროვე და ეფექტურ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რუსული ტერორის ძირითადი ელემენტი - სარაკეტო დარტყმები - შეწყვეტს მუშაობას", - თქვა მან.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გერმანიას და პირადად კანცლერ ოლაფ შოლცს უკრაინისთვის IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდების დაჩქარებისთვის.
"მადლობას ვუხდი შეერთებულ შტატებს და პირადად პრეზიდენტ ბაიდენს გადაწყვეტილების მიღებისთვის, რომ თანამედროვე სარაკეტო თავდაცვისა და საჰაერო თავდაცვის სისტემები გადმოეცა. ჩვენ გვჯერა, ბატონო პრეზიდენტო, რომ ეს ასევე იქნება საშუალო და შორი დისტანციის სისტემები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს შეიქმნას ფენიანი თავდაცვის სისტემა", - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
მან დაამატა, რომ მადლიერია ყველასი, ვინც უკვე დაეხმარა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემის უზრუნველყოფაში, რაც შესაძლებელს ხდის რუსული რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავების ნაწილის ჩამოგდებას.
"მაგრამ! ჩვენი დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა 2400 "შაჰიდი" შეუკვეთა ირანში და ამიტომ, ძვირფასო ბატონო კანცლერო, ძვირფასო შეერთებული შტატების პრეზიდენტო, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს საკმარისი რაოდენობის რაკეტები საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო თავდაცვის სისტემებისთვის და რომ ეს სისტემები ინტეგრირებული იყოს ჩვენს თავდაცვის სისტემასთან. ხვალ რამშტაინის ფორმატში ვთხოვ ჩვენს თავდაცვის მინისტრებს განიხილონ ეს", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა ასევე იტალიას და საფრანგეთს მოუწოდა უკრაინას თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდონ.