ზელენსკი საუდის არაბეთის პრემიერს შეხვდა
საუდის არაბეთში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მემკვიდრე პრინცს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდს შეხვდა.
"საუდის არაბეთის ხელისუფლებას შეუძლია დაგვეხმაროს სამართლიანი გადაწყვეტის პოვნაში... ჩვენ თანაბრად ვართ დაინტერესებული გლობალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად." - აღნიშნა ზელენსკიმ.
მხარეებმა მსოფლიოში არსებულ ვითარებასა და უკრაინაში ომის დასრულების შესაძლო გზებზე აზრები გაცვალეს.
მათ ასევე განიხილეს მშვიდობის ფორმულის განხორციელება.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მემკვიდრე პრინცს ღირებული რჩევებისთვის, მისი რიგი პუნქტების განხორციელების პროცესის დაჩქარებისთვის.
მან მემკვიდრე პრინცს აცნობა უკრაინის მზადების შესახებ ლიდერთა დონეზე პირველი გლობალური სამშვიდობო სამიტისთვის, რომელიც შვეიცარიაში გაიმართება.
ლიდერებმა ასევე უკრაინისა და საუდის არაბეთის ორმხრივი თანამშრომლობის კონკრეტული შესაძლებლობები განიხილეს ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ სფეროებში.
მხარეებმა ასევე ორი სახელმწიფოს გუნდებს დაავალეს შეხვედრაზე განხილულ შესაბამის სფეროებში მუშაობა.