ზელენსკი: შოკირებული ვარ, ისრაელისგან არანაირი დახმარება არ მიგვიღია
პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინას ისრაელისგან არანაირი დახმარება არ მიუღია. უკრაინის პრეზიდენტმა ამის შესახებ გამოცემა Oust France-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"შოკირებული ვარ, არ მესმის. ისრაელს ჩვენთვის არაფერი მოუცია, საერთოდ არაფერი, ნული. მე მემის, რომ თავიანთი მიწა უნდა დაიცვან, მაგრამ მივიღე ინფორმაცია, რომ ისრაელს ექსპორტზე გააქვს საკუთარი შეიარაღება სხვა ქვეყნებში",- თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა ისრაელთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს სხვადასხვა ტიპის შეიარაღების გადაცემასთან დაკავშირებით, მაგრამ მისი თქმით, "ეს უკრაინას ვერ დაეხმარა. გაუგებარია რატომ არ უნდა მოგვცენ ანტი-საჰაერო თავდაცვის სისტემები".
ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტავს, რომ ისრაელის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას არაფერში ადანაშაულებს და მხოლოდ ფაქტებს კონსტატირებს.
ამავდროულად უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დარწმუნებულია, რომ ისრაელის საზოგადოება მხარს უჭერს უკრაინას.
უკრაინისთვის სამხედრო შეიარაღების გადაცემასთან დაკავშირებით ისრაელში დისკუსიები მართლაც მიმდინარეობდა, აკადემიური და პოლიტიკური წრეების წარმომადგენელთა ნაწილი უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების გადაცემას ემხრობოდა, თუმცა საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება არ მიუღიათ.