ზელენსკი შოლცზე: მუდმივად მიწევს ზეწოლა, რომ უკრაინას დაეხმაროს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღიარა, რომ ბერლინსა და კიევს შორის ურთიერთობები რუსეთის ომის ფონზე "ტალღისებრად" ვითარდება, მათ აქვთ "აღმომავლობა და ვარდნა." უკრაინის ლიდერმა ეს პოზიცია გერმანულ ყოველკვირეულ ჟურნალ Der Spiegel-თან ინტერვიუში გააჟღერა.

"ბუნებით, მე სწრაფი ადამიანი ვარ. სხვები უფრო ნელა მოქმედებენ, რაც ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს მათი ბიუროკრატიით," - თქვა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ უკრაინას არ აქვს კვირები და თვეები ომში სიტუაციის განვითარებაზე დამოკიდებულია ადამიანების სიცოცხლე.

ზელენსკი მადლობას უხდის გერმანიას საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის

ამასთან, უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ გარკვეულ ეტაპზე ეს "კონსერვატიული დამოკიდებულება" შეიცვალა და მან მიიღო გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მხარდაჭერა.

"მაშინ საბოლოოდ მივიღე მხარდაჭერა (გერმანიის პრეზიდენტის - რედ.) შტაინმაიერისგან, რომელთანაც ადრე მქონდა სირთულეები, განსაკუთრებით ე.წ. შტაინმაიერის ფორმულის გამო", - აღნიშნა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ "კარგი სამუშაო" შესრულდა.

"ჩვენ შევცვალეთ ჩვენი ურთიერთობა და გაგება. მივიღეთ საჰაერო თავდაცვის სისტემები IRIS-T, რისთვისაც გერმანიის მადლიერი ვარ. მათ ბევრი სიცოცხლე გადაარჩინეს", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ მისი შეფასებით, ბერლინმა მოახერხა ტაქტიკური, საშუალო დიაპაზონის საზენიტო სარაკეტო სისტემების წარმოების ტემპის გაზრდა.

უკრაინისთვის Leopard-ის ტანკების გადაცემაზე 

ამავდროულად, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კიევისთვის Leopard-ის ტანკების მიწოდების შესახებ დებატებმა გერმანიასთან ურთიერთობა "რთულ ფაზაში" დააბრუნა. უკრაინის ლიდერმა ამ თემაზე დისკუსიებს "ემოციური და რთული" უწოდა.

"მე მუდმივად მიწევს ვაიძულო ის (შოლცი - რედ.) დაეხმაროს უკრაინას და რომ ეს დახმარება გვჭირდება არა ჩვენ, არამედ ევროპელებს", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

8 თებერვალს, ზელენსკიმ მოლაპარაკება გამართა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ შოლცთან, პოლიტიკოსებმა ასევე ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს ელისეის სასახლეში.

მსგავსი სიახლეები