ზელენსკი: სი ძინგფინგთან პირდაპირი დიალოგი გვსურს

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის თავდასხმის შემდეგ, მას ჩინეთის ლიდერთან კომუნიკაცია არ ჰქონია. 

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ჩინურ გამოცემა South China Morning Post-თან ინტერვიუში განაცხადა. 

"მე ვისურვებდი პირდაპირ საუბარს, ჩემი სი ძინფგინთან საუბარი მხოლოდ ერთხელ, ისიც დაახლოებით 1 წლის წინ შეგდა. 24 თებერვლიდან, რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ ჩვენ ოფიციალურად მოვითხოვეთ პირდაპირი საუბარი, მაგრამ ჩინეთის ლიდერთან საუბარი ვერ შედგა. ვფიქრობ, ეს სასარგებლო იქნებოდა", - თქვა ზელენსკიმ.

ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ჩინელ კოლეგას მოუწოდებს გამოიყენოს მისი ქვეყნის უზარმაზარი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა რუსეთზე საომარი მოქმედებების შესაჩერებლად.

"ეს ძალიან მძღავრი სახელმწიფოა, ეს ძალიან მძლავრი ეკონომიკაა... სწორედ ამიტომ ჩინეთს შეუძლია პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა იქონიოს რუსეთზე. გარდა ამისა ჩინეთი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრია", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. 

ეს რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ ზელენსკის მიერ ჩინური მედიისთვის მიცემული ინტერვიუა. საუბარი 40 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

მსგავსი სიახლეები