ზელენსკი: უკრაინამ საკმარისი გააკეთა იმისთვის, რომ მიიღოს ევროკავშირის და ნატოს წევრობის ზუსტი ვადები
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ საკმარისი გააკეთა ევროკავშირის და ნატოს წევრობისთვის და მან უნდა მიიღოს ზუსტი ვადა როდის გახდება ამ ორგანიზაციების წევრი. ამის შესახებ მან ფორუმზე “უკრაინა 30” ისაუბრა.
მან ასევე სოციოლოგიური კვლევებიც ახსენა, რომელთა თანახმადაც უკრაინელების უმრავლესობას ნატოს და ევროკავშირის წევრობა სურთ.
“ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტია, არის სიმდიდრის გარანტია. უკრაინამ და უკრაინელმა ხალხმა, ჩემი აზრით, საკმარისი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორებისგან მიიღონ ზუსტი ვადები როდის და როგორ გახდება ნატოსა და ევროკავშირის წევრი”, - თქვა ზელენსკიმ.