ზელენსკი: უკრაინას ყოველთვიურად $7 მილიარდის ფინანსური დახმარება სჭირდება
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიყენებული ზიანის გამო უკრაინას ყოველთვიურად 7 მილიარდ დოლარამდე დახმარება სჭირდება. ამის შესახებ 21 აპრილს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო ბანკის სესიაზე განაცხადა.
"ამ დროს, ეკონომიკური ვარდნისა და გაწყვეტილი ეკონომიკური კავშირების პირობებში, ყოველთვიურად გვჭირდება 7 მილიარდი დოლარის ფინანსური მხარდაჭერა. ომის შემდეგ უკრაინის აღდგენას კიდევ ასობით მილიარდი დოლარი დასჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ თქვენგანს აქვს ეს გათვლები, დარწმუნებული ვარ ამაში", - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ გარდა ყველაფრისა, რუსეთმა მოახდინა ენერგიის ფასების ზრდის პროვოცირება, საკუთარი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სასურსათო კრიზისს.
უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს გათვლებით, წელს უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტის ზარალი მინიმუმ $112 მილიარდი იქნება, 2030 წლისთვის - დაახლოებით $1.2 ტრილიონი.