ზელენსკი: უკრაინის ინფრასტრუქტურა რუსული აქტივების ხარჯზე აღდგება
რუსეთის მიერ განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენ ხარჯები რუსული აქტივების ხარჯზე ანაზღაურდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი, 20 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"რუსეთი ცდილობს გაანადგუროს უკრაინის ენერგეტიკული სისტემა, კიდევ უფრო მეტად დაზარალდეს ჩვენი ხალხი, მაგრამ ის მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას იწვევს, რომ კიდევ უფრო დაგვეხმარონ და კიდევ უფრო მეტი ზეწოლა მოახდინონ ტერორისტულ სახელმწიფოზე. რუსეთის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ ჩვენი ენერგეტიკული ობიექტების დასაცავად და ინფრასტრუქტურის აღსადგენად ჩვენი ყველა ხარჯი ანაზღაურდება რუსული აქტივებიდან. თითოეული ტერორისტი პირადად იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რასაც აკეთებს. სასამართლოს წინაშე. და ტერორისტული სახელმწიფო გადაიხდის თავისი ტერორის საფასურს. იზოლაცია, დეგრადაცია და აქტივები, როგორც საჯარო, ისე კვაზი კერძო, დაკავშირებულია ამ რუსულ რეჟიმთან", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ რუსული ჯარები აგრძელებენ უკრაინის ელექტროსადგურებზე რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით დარტყმას.
"საბოლოოდ, რუსეთის ასეთი სისასტიკეც კი დამარცხდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უფრო თანამედროვე და ეფექტური საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო თავდაცვის სისტემები მივიღოთ. და დადგება დღე, როდესაც ჩვენ გამოვაცხადებთ, რომ უკრაინის ცა სრულიად დაცულია რუსული რაკეტებისგან, ირანული დრონებისგან და ბოროტების ნებისმიერი სხვა გადამტანისგან", - განაცხადა მან.