ზელენსკი უნგრეთის პრეზიდენტს შეხვდა: ვისაუბრეთ ზაკარპატიაზე
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უნგრელ კოლეგას კატალინ ნოვაკს შეხვდა. მათ განიხილეს "სასაზღვრო თანამშრომლობა და ერთობლივი ინიციატივები ზაკარპატიას რეგიონში," ასევე ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები.
ამ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა უნგრელი კოლეგის პირადი მონაწილეობა ყირიმის პლატფორმის სამიტში და მადლობა გადაუხადა რუსეთთან დაპირისპირებაში კიევის მხარდაჭერისთვის.
"სახელმწიფოს მეთაურმა ცალკე აღნიშნა უნგრეთის დახმარება დაჭრილი უკრაინელი სამხედროების მკურნალობაში და სამხედრო ექიმების მომზადებაში," - ნათქვამია განცხადებაში.
ნოვაკისა და ზელენსკის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას უნგრული მხარე ჯერ არ აქვეყნებს. ეს არის პირველი შეხვედრა ორ ოფიციალურ პირს შორის, სულ მცირე, 2022 წლის შემოდგომის შემდეგ, როდესაც კატალინ ნოვაკი კიევს ეწვია.
უკრაინასა და უნგრეთს შორის ურთიერთობა ბოლო თვეებში დაიძაბა უკრაინის შესახებ უნგრეთის ხელმძღვანელობის სკანდალური განცხადებების, ასევე ბუდაპეშტის მიერ ევროკავშირის სანქციების შეფერხების გამო.
თავის მხრივ, უნგრულმა მხარემ კიევს მოსთხოვა ზაკარპატიაში უნგრული უმცირესობის საკამათო საკითხები გადაეჭრა.