ზელენსკი ვილნიუსის სამიტის შედეგებზე: კარგია, მაგრამ არა იდეალური

უკრაინის პრეზიდენტმა შეაფასა ვილნიუსის სამიტის შედეგები უკრაინისთვის. 

"ნატოს სამიტის შედეგები კარგია, მაგრამ ალიანსში გაწევრიანების მიწვევა, რომ მიგვეღო იდეალური იქნებოდა",- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე. 

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრები ვერ შეთანხმდნენ უკრაინის გაწევრიანების და მოწვევის ვადებზე, თუმცა უკრაინისთვის გაუქმნდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის, ე.წ. MAP-ის ეტაპი. 

"არავის სურს მსოფლიო ომი და ჩვენ ეს გვესმის, ჩვენ ცივილიზებული ადამიანები ვართ და ვიცით, რომ ნატოში ვერ გავწევრიანდებით სანამ ომი გრძელდება",- განაცახადა უკრაინის პრეზიდენტმა. 

ზელენსკი დიდი შვიდეულის მიერ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმებასაც გამოეხმაურა - მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება გარდამავალ ეტაპზე, სანამ უკრაინა ნატოში გაწევრიანდება. 

მოსალოდნელია, რომ ვილნიუსის სამიტზევე დიდი შვიდეულის წევრები ხელს მოაწერენ მრავალმხრივ და გრძელვადიან დეკლარაციას უკრაინის სამხედრო დახმარების ვალდებულების შესახებ. 

მსგავსი სიახლეები