ზელენსკიმ და ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 15 სექტემბერს, კიევში, ევროკომისიის ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მომავალი, მერვე პაკეტის დეტალები განიხილა. ამის შესახებ მან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ ვისაუბრეთ რუსეთზე ზეწოლის გაგრძელებაზე სანქციების მომავალი, მერვე პაკეტით. განვიხილეთ სამომავლო პაკეტის დეტალები, რომლითაც ჩვენ დაინტერესებული ვართ. და ზოგადად, კარგი შეხვედრა გვქონდა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ სანქციებზე მუშაობა გრძელდება.

"და მნიშვნელოვანია ამ სამუშაოს დეტალები გავუზიაროთ ჩვენს მეგობრებს კიევში, რათა არ მოხდეს ამ სანქციების გვერდის ავლა, არ იყოს ხარვეზები. საუბარი ჩვენს ექსპერტებს შორის გრძელდება იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება გვინდა ერთად", - თქვა მან.

ერთი დღით ადრე ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები მუშაობს და ისინი არ მოიხსნება.

მსგავსი სიახლეები