ზელენსკიმ დაასახელა სამი ნაბიჯი, რომლითაც ევროპა უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გამოსვლისას ის ნაბიჯები დაასახელა, რომლითაც უკრაინა შეძლებს რუსეთის აგრესიას გაუმკლავდეს.

ამის შესახებ Українська правда წერს.

უკრაინის პრეზიდენტმა, რომელმაც დისკუსია მაია სანდუს გამოსვლის შემდეგ გახსნა, გამოთქვა რწმენა, რომ მისი განმარტებები პარტნიორებისთვის ცნობილია. "თითოეულმა თქვენგანმა იცის ეს", - თქვა მან და 50-მდე სახელმწიფოს ლიდერს მიმართა.

ზელენსკის თქმით, არსებობს სამი ნაბიჯი და დახმარების მიმართულება.

"პირველი არის სრული დაცვა რუსული ტერორისგან, პირველ რიგში, ადგილზე, მაგრამ ასევე ცაში", - განმარტა მან და დასავლეთს მოუწოდა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები და საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდოს.

მეორე, ზელენსკიმ მსოფლიოს მოუწოდა, რომ ნათლად განსაზღვრონ რუსული აგრესიის ყველა გამოვლინება, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მოიყვანა რუსული ოკუპაციის მაგალითი მოლდოვაში.

"ყველა ვხედავთ, საიდან მოდის აგრესია, ვინ არის აგრესორი. რუსეთმა აგრესიის გზა აირჩია... მაგრამ რუსული კონტინგენტი დნესტრისპირეთში 30 წელზე მეტია იმყოფება. და რამდენ ხანს დარჩებიან იქ? ამ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს," - განმარტა მან.

აგრესიის დაძლევის მესამე ელემენტად ზელენსკიმ უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში შესვლა დაასახელა. ნატოს სამიტზე უნდა მივიღოთ გაწევრიანების მკაფიო გზა და დამტკიცდეს უსაფრთხოების გარანტიები, ასევე შემოდგომაზე უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირშიც.

ზელენსკი ასევე დარწმუნებულია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში არა მხოლოდ მოლდოვა და საქართველო, არამედ ბელორუსიც ევროკავშირის წევრი გახდება.

მსგავსი სიახლეები