ზელენსკიმ გაერთიანებული ძალების მეთაურს გმირის წოდება მიანიჭა
უკრაინის პრეზიდენტმა გაერთიანებული ძალების მეთაურს, სერგეი ნაევს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
ამასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა სპეციალური მიმართვა გამოსცა.
"მიენიჭოს უკრაინის გმირის წოდება გენერალ-ლეიტენანტ, სერგეი ნაევს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის მეთაურს",- ნათქვამია განკარგულებაში.
გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, 27 აპრილს სხვადასხვა ხარისხის სახელმწიფო ჯილდო მიენიჭა უკრაინის შეიარაღებული ძალების 173-ზე მეტ სამხედრო პირს.