ზელენსკიმ ჯონსონთან სოფლის მეურნეობის ექსპორტისა და საწვავის იმპორტის ზრდაზე ისაუბრა
22 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან. ამის შესახებ ზელენსკიმ 22 მაის გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"საღამოს ვესაუბრე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს. ბორისს მოვუყევი ჩვენი შეხვედრის შესახებ [პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან], მოლაპარაკებების შესახებ, ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე. ჩვენ ვეძებთ გზებს როგორ გავზარდოთ ჩვენი ექსპორტის მოცულობა. პირველ რიგში, სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ასევე უკრაინაში საწვავის იმპორტის მოცულობა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
6 მაისს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას ჯონსონმა გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინა დაამარცხებს რუსეთს, თუ ის მიიღებს საჭირო თავდაცვით სამხედრო დახმარებას.