ზელენსკიმ ხარკოვს "გმირი ქალაქის" ჯილდო გადასცა

22 მარტს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვში ჩავიდა, სადაც ქალაქის მერ იგორ ტერეხოვს "უკრაინის გმირი ქალაქის" საპატიო ჯილდო გადასცა. ამ ინფორმაციას ზელენსკის Telegram-ზე ვკითხულობთ.

"ხარკოვის მერს იგორ ტერეხოვს "უკრაინის გმირი ქალაქის" საპატიო ჯილდო  გადავეცი. ამ ულამაზესი ქალაქის მკვიდრთა წყალობით, ის იცავს ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენი სახელმწიფოს სხვა ქალაქებთან ერთად." - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ხარკოვში სამხედრო სარდლობის მოხსენება მოისმინა.

გარდა ამისა, პრეზიდენტის მონაწილეობით ხარკოვში გაიმართა შეხვედრა რეგიონში არსებულ ვითარებაზე: დეოკუპირებული ტერიტორიების აღდგენა, საფორთიფიკაციო ნაგებობების მოწყობა, ინფრასტრუქტურის აღდგენა და დაზარალებულებისთვის დახმარების გაწევა.

მან ასევე ენერგეტიკოსებთან განიხილა ხარკოვის ოლქის ყველა დასახლებული პუნქტის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის საკითხი.

ზელენსკიმ ხარკოვის დამცველებიც დააჯილდოვა, რომლებიც რეგიონის დაცვის დროს ბრძლებში გამოირჩეოდნენ.

2022 წლის 6 მარტს ზელენსკიმ "უკრაინის გმირი ქალაქის" საპატიო ჯილდო მიანიჭა ქალაქებს: ვოლნოვახას, გოსტომელს, მარიუპოლის, ხარკოვს, ხერსონს და ჩერნიგოვს.

24 მარტს ეს ჯილდო გადაეცათ ბუჩას, ირპენს, ნიკოლაევს და ახტირკას.

მსგავსი სიახლეები