ზელენსკიმ პუტინს სანქციები დაუწესა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ძალაში შეიყვანა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ სანქციების შესახებ, რომელმაც უკრაინაში ომი დაიწყო. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
პუტინის წინააღმდეგ სანქციები განუსაზღვრელი ვადით ამოქმედდება. სანქციები მოიცავს:
- აქტივებისა და ქონების ბლოკირება;
- უკრაინიდან კაპიტალის გატანის პრევენცია;
- ტერიტორიულ წყლებსა და საჰაერო სივრცეში შესვლის აკრძალვა;
- ფასიანი ქაღალდების ოპერაციების აკრძალვა;
- ვიზაზე უარის თქმა;
- უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევა და ა.შ.
ასევე სანქციები დაუწესდათ პუტინის პრესმდივან დიმიტრი პესკოვს, რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს და მისი მოადგილეებს, რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ვლადიმირ კოლოკოლცევს, რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და რუსეთის სხვა მაღალჩინოსნებს.
სიაში სულ 35 რუსი ოფიციალური პირია.