ზელენსკიმ თვითმფრინავების და შეიერაღების სწრაფად მიწოდება მოითხოვა
ლონდონში გამართული შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი პარიზში ჩაფრინდა, სადაც ემანუელ მაკრონსა და ოლაფ შოლცს შეხვდა.
შეხვედრის დაწყებამდე, ლიდერებმა საჯარო განცხადებები გააკეთეს, სადაც ვოლოდიმირ ზელინსკიმ, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"ამ თვეების განმავლობაში, ისინი [გერმანია და საფრნაგეთი] ჩვენს მხარეს იყვენ... უკრაინამ იცის, როგორ იყოს ძლიერი და ამავდროულად მადლიერი,"- განაცხადა ზელენსკიმ.
ამის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა თვითმფრინავების და შეიერაღების "რაც შეიძლება სწრაფად გადაცემა" მოითხოვა, რაზეც საუბარი, სავარაუდოდ, დახურულ კარს მიღმა გაგრძელდება.
ემანუელ მაკრონის თქმით, ლიდერები უკრაინის წინაშე არსებულ "საოპერაციო საჭიროებებზე" ისაუბრებენ.