ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილე გაათავისუფლა

უკრაინაში მაღალანი თანამდებობის პირების გათავისუფლება და ხელისუფლების გადახალისება გრძელდება. 

11 თებერვალს ვოლოდიმირ ზელინსკის განკარგულების საფუძველზე, ამჯერად ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილე, რუსლან ძიუბა გაათავისუფლებს. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში, მიზეზი დასახელებული არ ყოფილა. 

მთავრობის გადახალისების ტალღა ბოლო კვირებში დაიწყო, რის მიზეზადაც კორუფციის აღმოფხვრა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გაუმჯობესება მიიჩნევა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის - კირილო ტიმოშენკოს გარდა, პოსტების დატოვება მოუწიათ თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, მთავარი პროკურორის მოადგილეს და კიდევ რამდენიმე სამინისტროს მაღალჩინოსანს. 

ამ დრომდე კითხვის ნიშნის ქვეშ არის ოლექსი რეზნიკოვის მდგომარეობა, რადგანაც გავრცელებული ხმების თანახმად, უახლოეს მომავალში, შესაძლოა თავდაცვის მინისტრის პოსტს ისიც დაემშვიდობოს. 

როგორც ჩანს, ხელისუფლების გადახალისების პროცესი ჯერ არ დასრულებულა და ცვლილებები კიდევ იქნება. 

 

მსგავსი სიახლეები