ზელენსკის თქმით, ის კანაფზე დაფუძნებული მედიკამენტების ლეგალიზებას მხარს უჭერს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აუცილებელია უკრაინაში სამედიცინო კანაფის ლეგალიზება.

მან განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა შექმნას ყველაზე ძლიერი გონებრივი და ფიზიკური რეაბილიტაციის ინდუსტრია ევროპაში და ეს ეხება როგორც სარეაბილიტაციო ცენტრების მშენებლობას, ასევე შესაბამისი პერსონალის მომზადებას.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკა, გადაწყვეტილებები, რაც არ უნდა რთული ან უჩვეულო იყოს ისინი, უკრაინაში უნდა გამოიყენონ, რათა უკრაინის მოქალაქეებს არ მოუხდეთ ომის ტკივილის, სტრესის და ტრავმების გადატანა.

"კერძოდ, ჩვენ საბოლოოდ, პატიოსნად უნდა დავაკანონოთ კანაფის შემცველი მედიკამენტები ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება. შესაბამისი სამეცნიერო კვლევა და კონტროლირებადი უკრაინული წარმოება." - აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები