ზელინსკი: უცხოელებს ვისაც უკრაინის დაცვა სურთ, მიმართეთ ჩვენ საელჩოებს

ვოლოდიმირ ზელინსკიმ უცხოეთის მოქალაქეებს მიმართა, რომ უკრაინელ ხალხთან ერთად, რუსების წინააღმდეგ იბროლონ, რითიც ევროპას ომისგან გადაარჩენენ

"უკრაინელებმა საკუთარი ვაჟკაცობით დაიცვეს სამშობლო, ევროპა და მისი ღირებულებები რუსული თავდასხმისგან. ეს არის ომის დასაწყისი ევროპის, ევროპული სტრუქტურების, ღირებულებების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, მსოფლიო დღისწესრიგისა და მშვიდობიანი თანაარსებობის წინააღმდე" 

უკრაინის პრეზიდენტმა "მსოფლიოს ყველა მოქალაქეს" მოუწოდა, რომ "რუსი კრიმინალების წინააღმდეგ, უკრაინელი სამხედროების მხარდამხარ იბრძოლონ."

ზელენსკის განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განმარტა და აღნიშნა, რომ ვისაც უკრაინის დაცვის სურვილი აქვს, შეუძლიათ საკუთარ ქვეყანაში უკრაინის საელჩოებს და წარმომადგენლობებს დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც, მათ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საერთაშორისო ლეგიონში ჩაწერენ.

"ჩვენ ერთად დავამარცხეთ ჰიტლერი, ჩვენ ერთად დავამარცხებთ პუტინს"- აღნიშნა კულებამ.

მსგავსი სიახლეები