სირსკი: საოკუპაციო არმიის იერიში სუმის ოლქში შეჩერებულია, ფრონტი სტაბილიზებულია

ამის შესახებ ZSU-ს მთავარსარდალი საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს - მისი თქმით, საოკუპაციო არმიის იერიშის შეჩერების ერთ-ერთ მიზეზად სირსკი უკრაინული არმიის მიერ საზღვირსპირა გლუშკოვოს ოლქში წამოწყებულ შეტევებს ასახელებს, რომელმაც "რუსეთი აიძულა რეზერვები თავისი ტერიტორიის დასაცავად გადაესროლა."

საქართველოდან დანახული ირანის ომი - გია ნოდიას მოსაზრება

თუ ამ სტრიქონების ავტორს და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ქვეყნის ინტერესი სწორად გვესმის, დასავლეთის თუნდაც მცირე გამარჯვება უნდა გვიხაროდეს. გლობალურ სისტემაში, სადაც დემოკრატიული სამყარო „რესანტიმანით“ შეპყრობილ (ქართულად - „დაბოღმილ“) დიქტატურებზე ძლიერია, ჩვენც მეტი შანსი გვაქვს, სუვერენული და წარმატებული ქვეყანა გვქონდეს (თუმცა ამის გარანტია არც ამ შემთხვევაში იარსებებს).

ისრაელის დაზვერვა ირანის ბირთვული ობიექტების "მნიშვნელოვან დაზიანებებზე" იუწყება

განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა CNN-მა, რომლის მტკიცებითაც, მათ აშშ-ის სამხედრო დაზვერვის შეფასება მოიპოვეს

ფაშინიანის თქმით, სასულიერო პირების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა აღიკვეთა

სომხურმა გამოცემა Civic-მა განაცხადა, რომ მან მოიპოვა "გადატრიალების გეგმა," რომელსაც, სავარაუდოდ, ოპოზიცია სომხეთის ამჟამინდელი მთავრობის წინააღმდეგ ამზადებდა.

ზელენსკი: ომის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინისკენ 28 743 "შაჰედის" დრონი გაუშვა

უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ პუტინი თავს იმართლებს, თითქოს არ ესმის, რა წესები განსაზღვრავს თანამედროვე სამყაროს.

ირანის ატომური ენერგიის ხელმძღვანელი: თეირანი ბირთვულ პროგრამას აღადგენს

ირანმა ისრაელის თავდასხმების საპასუხოდ ისრაელის მიმართულებით 550-მდე ბალისტიკური რაკეტა და დაახლოებით 1000 დრონი გაუშვა.

აშშ-ის დაზვერვა არ თვლის, რომ ირანზე თავდასხმებმა ბირთვული პროგრამა გაანადგურა - CNN

CNN-მა აშშ-ის დაზვერვის შეფასება მოიპოვა, რომლის თანახმადაც, აშშ-ის დარტყმებმა ირანის ბირთვულ ობიექტებში ცენტრიფუგები და მაღალგამდიდრებული ურანი სრულად ვერ გაანადგურა.

ტრამპმა ირანს და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ გამოაცხადა

"ვულოცავთ ყველას! ირანი და ისრაელი ცეცხლის ყოვლისმომცველ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. (დაახლოებით 6 საათში, როდესაც ისინი დაასრულებენ თავიანთ ბოლო მიმდინარე მისიებს), რის შემდეგაც ომი დასრულებულად ჩაითვლება"- წერს ტრამპი.

"მყიფე თანხმობა" - MAGA ირანის საკითხზე ტრამპის ირგვლივ გაერთიანდა, ჯერჯერობით

ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმებიდან პირველ დღეებში პრეზიდენტის მიმართ ლოიალობა იმარჯვებს, მაგრამ, ასევე არის ნიშნები, რომ საომარი მოქმედებების გაჭიანურების შემთხვევაში, MAGA-ს პოზიცია შეიცვლება.

NYT: ალი ხამენეი ბუნკერიდან თითქმის არ გამოდის და უკვე შეარჩია "მემკვიდრეები"

ნფორმაციას ამის შესახებ ხამენეის უახლოეს გარემოცვის წევრებზე დაყრდნობით New York Times ავრცელებს - წყაროების ცნობით, ისრაელის მხრიდან თავდასხმის გაზრდილი რისკის ფონზე, უმაღლესი ლიდერი თითქმის აღარ იყენებს კომუნიკაციის ელექტრონულ საშუალებებს და დავალებების გასაცემად სანდო თანაშემწეს იყენებს.

ტრამპი: ჩვენმა ავიაციამ დარტყმა მიიტანა ირანის 3 ბირთვულ ობიექტზე

ამის შესახებ დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს - ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, ამერიკულმა თვითმფრინავებმა უკვე დატოვეს ირანის საჰაერო სივრცე.

ფაშინიანი "ისტორიული" ვიზიტით თურქეთს ეწვია და ერდოღანს შეხვდა

ფაშინიანის ვიზიტმა სომხეთის შიგნით სერიოზული კრიტიკა გამოიწვია. პოლიციამ ერევანსა და მის ფარგლებს გარეთ ოპოზიციის "რამდენიმე ათეული" მხარდამჭერი დააკავა.