რუსეთში კადიროვის შვილის მიერ ნაცემი პატიმარი გაუჩინარდა
რუსეთში კოლონიიდან ეტაპირების დროს გაუჩინარდა პატიმარი ნიკიტა ჟურაველი.
ჩაშლილად: ჟურაველი ბოლოს კონტაქტზე გასული წლის დეკემბერში გამოვიდა.
- ბოლო მონაცემებით ის მოსკოვიდან ეტაპირებისას გაუჩინარდა.
- რუსული სასჯელაღსრულების სისტემის გაუმართაობის პირობებშიც კი 3 თვე დიდი ვადაა.
- მაგალითისთვის ალექსეი ნავალნი ხარპის კოლონიაში გადაყვანისას 19 დღის განმავლობაში არ გამოდიოდა კონტაქტზე.
- "24 დეკემბრის შემდეგ ჟურაველის შესახებ ინფორმაცია არ მიგვიღია. ოჯახის წევრები და ახლობლები ნერვიულობენ. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ პატიმარი ცოცხალია". - ამბობს ჟურაველის ადვოკატი ანდრეი საბინინი.
წინარე ისტორია: ნიკიტა ჟურაველი ვოლგოგრადში მას შემდეგ დააკავეს, რაც ახალგაზრდამ სოციალურ ქსელში ყურანის დაწვის ვიდეო გამოაქვეყნა.
- დაკავებული ვოლგოგრადიდან ჩეჩნეთში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
- 2023 წლის აგვისტოს ხელშეკრულ ჟურაველს რამზან კადიროვის შვილმა, ადამ კადიროვმა გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში სცემა. მოგვიანებით ცემის ვიდეო ჩეჩნეთის ლიდერმა საკუთარ Telegram-არხში გამოაქვეყნა.
- ვიდეოს რუსეთში საზოგადოების ნაწილის ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. ჩეჩნეთის პროკურატურამ ფორმალურად საქმე აღძრა, თუმცა უმცროსი კადიროვი, რომელიც იმ მომენტში არასრულწლოვანი (16 წლის) იყო უდანაშაულოდ ცნეს.
- 2024 წლის ნოემბერში ჟურაველი სახელმწიფო ღალატის მუხლით გაასამართლეს და 13.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
- გამოძიების ვერსიით ჟურაველმა ყურანი უკრაინული სპეცსამსახურების დავალებით დაწვა.