ოლიმპიურმა კომიტეტმა ტრანსგენდერ ქალებს ქალთა კატეგორიებში ასპარეზობა აუკრძალა
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ტრანსგენდერ ქალებს ქალთა კატეგორიებში მონაწილეობა აუკრძალა - ამის შესახებ ცნობილი 26 მარტს გახდა, მას შემდეგ, რაც დამტკიცდა ახალი რეგულაცია "ოლიმპიურ სპორტში ქალთა კატეგორიის დაცვის შესახებ."
ჩაშლილად: განახლებული პოლიტიკის მიხედვით, ქალთა ტურნირებში მონაწილეობა მხოლოდ ბიოლოგიურად მდედრობითი სქესის ადამიანებს შეეძლებათ. ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, სპორტსმენს კარიერის განმავლობაში ერთხელ გენეტიკური ტესტი ჩაუტარდება, რითაც მისი ბიოლოგიური სქესის გარკვევა იქნება შესაძლებელი.
- "ოლიმპიურ თამაშებში მცირე სხვაობაც კი, შესაძლოა გახდეს გამარჯვებისა ან დამარცხების განმაპირობებელი." - განაცხადა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, კირსტი კოვენტრიმ.
- "ამიტომ, ცხადია, რომ არ იქნება სამართლიანი ბიოლოგიურად მამრობითი სქესის ადამიანებმა ქალთა კატეგორიებში იასპარეზონ." - თქვა მან.
დეტალები: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, განახლებული პოლიტიკა ეფუძნება სამეცნიერო საფუძვლებს და შემუშავებულია სამედიცინო ექსპერტების მიერ. გადაწყვეტილება გავრცელდება IOC-ის ეგიდით გამართულ ყველა ტურნირზე.
- "აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ გააჩნია უკუძალა და იგი არ ვრცელდება მასობრივ ან სამოყვარულო სპორტულ პროგრამებზე." - აცხადებს ოლიმპიური კომიტეტი.
ცვლილებები ძალაში 2028 წლიდან, ლოს-ანჯელესის ოლიმპიური თამაშებიდან შევა.