ტოკიოში ოლიმპიადის დაწყებამდე ინფიცირების შემთხვევების რეკორდი დაფიქსირდა

ტოკიოში ბოლო 6 თვეში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი რიცხვი, 1832 შემთხვევა დაფიქსირდა.

“რისიც გვეშინოდა ის ხდება,” - განაცხადა იაპონიის სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტმა ტოშიო ნაკაგავამ.

სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა თამაშების გაუქმება არ გამორიცხა.

ტოკიოს ოლიმპიადა 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, კორონავირუსის გამო გადაიდო.

იაპონიაში მოსახლეობის მხოლოდ 22%-ია აცრილი. თუმცა, ოლიმპიადის მონაწილე სპორტსმენების 85% სრულად აცრილია.

 

 

 

მსგავსი სიახლეები