ტოკიოს ოლიმპიადა გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება
2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადა, რომელიც 23 ივლისს იწყება, გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება.
იაპონიის დედაქალაქში კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი ზრდის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქალაქში შეზღუდვები 22 აგვისტომდე შენარჩუნდება.
“ძალიან სამწუხაროა, რომ თამაშები გულშემატკივრების გარეშე გაიმართება. ძალიან ვწუხვარ იმ ადამიანების გამო, ვინც ბილეთები შეიძინეს,” - განაცხადა სეიკო ჰაშიმოტომ, ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა.