რუსეთის ავიაციის დანაკარგები ფრონტის ერთდროულად რამდენიმე მონაკვეთზე წამოწყებული იერიშების ფონზე იზრდება. აშშ-ს სამხედრო დახმარების გაჭიანურებასთან ერთად უკრაინა განიცდის არამხოლოდ საარტილერიო ჭურვების, არამედ საზენიტო რაკეტების დეფიციტსაც.
დილის 5 საათზე ქერჩის სრუტის მახლობლად უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოპერაციის შედეგად განადგურებულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მორიგი სამხედრო გემი.