ჯონსონი: ნეთანიაჰუს ვიზიტის შემდეგ, ჩემს საპირფარეშოში მოსასმენი მოწყობილობა იპოვეს
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ 2017 წელს, საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს, საკუთარი ოფისის ტუალეტში მოსასმენი მოწყობილობა მას შემდეგ იქნა აღმოჩენილი, როდესაც ის ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრას მართავდა და ამ უკანასკნელმა ტუალეტით სარგებლობა ითხოვა.
ამის შესახებ, ბორის ჯონსონის მემუარებზე დაყრდნობით, გამოცემა Daily Telegraph წერს.
“ეს შეიძლება დამთხვევა იყოს, ან არ იყოს, მაგრამ მე მითხრეს, რომ მოგვიანებით, როდესაც უსაფრთხოების სამსახური რუტინულ შემოწმებას ატარებდა, ტუალეტში მოსასმენი მოწყობილობა იქნა ნაპოვნი” - წერს ჯონსონი მემუარებში.
გამოცემამ ყოფილ პრემიერს ჰკითხა, შეუძლია თუ არა მას მომხდარის შესახებ მეტი დეტალის მიცემა, რაზეც ჯონსონმა უპასუხა, რომ ამ ეპიზოდის შესახებ დეტალურად თავის წიგნშია მოცემული.
2019 წელს, გამოცემა Politico წერდა, რომ აშშ-ის მთავრობამ ბოლო ორი წლის განმავლობაში დაასკვნა, რომ მობილური ტელეფონის თვალთვალის მოწყობილობების განლაგების უკან, რომლებიც თეთრ სახლთან და სხვა საიდუმლო ადგილებთან აღმოაჩინეს, სავარაუდოდ, ისრაელი დგას.