ახალი კვლევა: რესპუბლიკელებში ტრამპმა პირველობა დაკარგა

ნიუ ჰემფშირის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერებს შორის, დონალდ ტრამპი პირველ ადგილზე აღარაა, და მას რონ დესანტისმა გადაუსწრო. 

აქვე ხაზგასმელია, რომ კვლევა ნიუ ჰემშირის შტატში არსებულ განწყობებს ასახავს. 

მონაცემების თანახმად, რონ დე სანტისი, რომელიც ფლორიდის გუბერნატორია, საპრეზიდენტო კანდიდატად რესპუბლიკელების 39%-ს სურს, ხოლო დონალდ ტრამპის მომხრეთა რიცხვი 37%-ს შეადგენს. მესამე ადგილზე, ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსია - 9 პროცენტით. 

ახალი მონაცემები კარდინალურად განსხვავდეა წინა კვლევისგან, რომელიც ნიუ ჰემფშირის უნივერსიტეტმა 2021 წლის ოქტომბერში ჩაატარა, სადაც დონალდ ტრამპი 43%-ით უპირობი ლიდერი იყო, ხოლო მეორე ადგილზე მყოფი დესანტისი, საპრეზიდენტო კანდიდატად, რესპუბლიკური პარტიის მომხრეების მხოლოდ 18%-ს სურდა . 

ამავე კვლევის თანახმად, რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერების მხოლოდ 62%-ს სურს დონალდ ტრამპის კანდიდატურა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რაც მაღალ მაჩვენებლად არ მიიჩნევა. 

მიმოხილველების ნაწილის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი რესპუბლიკელებში კვლავ ლიდერია, რონ დესანტისის დამოკიდებულა ტრამპზე მცირდება და პარტიის შიდა ძირითადი ბრძოლა, სწორად ამ ორ კანდიდატს შორის გაიმართება. 

 

მსგავსი სიახლეები