"ეს ნაცისტური გამოსვლაა" - ორბანის მრჩეველი პროტესტის ნიშნად გადადგა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის დიდი ხნის მეგობარი და მრჩეველი ჟუჟა ჰეგედუში პროტესტის ნიშნად თანამდებობიდან გადადგა. 

მისი აღშფოთება, რუმინეთში, უნგრულ დიასპორასთან ობრანის გამოსვლამ გამოიწვია, სადაც მან "რასების აღრევა" პრობლემურად მიიჩნია და განაცხადა, რომ ევროპელების "შერევა" მხოლოდ ერთმანეთთან არის მისაღები. 

"ვწუხვარ, რომ ასეთი სამარცხვინო პოზიცია გახდა ჩვენი ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზი" - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ იგი ვიქტორ ორბანს დიდხანს იცავდა ანტისემიტიზმის ბრლდებისგან, მაგრამ მისი ბოლო გამოსვლა "დაცვას აღარ ექვემდებარება."

ჟუჟა ჰეგედუშის მიერ თანამდებობის პროტესტის ნიშნად დატოვებას ვიქტორ ორბანის ადმინისტრაცია გამოეხმაურა და ბრალდება უსაფუძვლოდ მიიჩნია.

"20 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, ჩემი ანტისემიტიზმში დადანაშულება არასერიოზულია. შენ ყველაზე უკეთ იცი, რომ უნგრეთში, ჩემი მთავრობა ანტისემიტიზმისა და რასიზმის მიმართ, ნულოვანი ტოლერატნურლობის პოლიტიკას ატარებს" - ნათქვმია საპასუხო განცხადებაში.

ვიქტორ ორბანის მიმართ ასეთი კრიტიკა იშვიათი არ არის, რადგანაც იგი საკუთარ თავს "პოლიტიკური კორექტულობის" წინააღმდეგ მებრძოლად მიიჩნევს. უცნაურობას ის ფაქტი წარმოადგენს, რომ შიდა წრიდან, თანამდებობის დატოვება პროტესტის ნიშნად ძალიან იშვიათია, განსაკუთრებით ბოლო წლებში. 

მსგავსი სიახლეები