კვლევა: ესტონეთში უკრაინელი ლტოლვილების მიღების მხარდამჭერა გაიზარდა
მიმდინარე წლის მაისში Turu uuringute-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ესტონეთში, უკრაინელი ლტოლვილების მიღებას, მოსახლეობის 73% ემხრობა, რაც მარტის მონაცემს 8%-ით აღემატება.
უკრაინიდან წამოსული ადამიანების მიღებას მხარს უჭერენ, როგორც ეთნიკურად ესტონელები (82%), ასევე სხვა ეთნიკური წარმოშვების ადამიანები, რომელთაც ესტონეთის მოქალაქეობა აქვთ (56%).
დახმარების თვალსაზრისით, ახალ კვლევაში ცვლილებები ფრაქტიკულად არ გამოვლინდა. გამოკითხხულთა 80% თანახმაა, რომ ესტონეთმა ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს უკრაინას, ხოლო 67%-ს მიაჩნია, რომ სამხედრო დახმარების გადაცემაა მისაღებია.
ხაზგასასმელია ისიც, რომ გამოკითხულთა 64%-თვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მისაღებია, იმ შემთხვევაშიც, თუკი ამას საჭმელსა და ელექტროენერგიაზე ფასის გაზრდა მოჰყვება.
ყველაზე დიდი განსხვავება, სამხედრო დახმარების გადაცემის ირგვლივ დაფიქსირდა. ეთნიკურად ესტონელების უდიდესი უმრავლესობა (84%) ამ ნაბიჯის გადადგმას ემხრობა, ხოლო სხვა ეთნიკური ჯგუფებიდან, ჯამში მხოლოდ 28%-ია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემის მომხრე.
კვლევა ჩატარდა ესტონეთის მთავრობის ინიციატივით.